ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში თოვლი მოვიდა
29 მარტს გორის მუნიციპალიტეტის ე.წ. ,,ზემო მხრის" სოფლებში თოვლი მოვიდა.

ინფორმაცია და ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზერტის მკვიდრმა მიაწოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდაპირველად, წუხელ ინტენსიურად წვიმდა.

წვიმა შემდეგ თოვლში გადაიზარდა.

არსებული ინფორაციით მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში- ზერტი, მეჯვრისხევი, ახალუბანი და მიმდებარედ, თოვლის საფარმა 10 სანტიმეტრს მიაღწია.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტის, ლედი ოქროპირიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ,,გაყვავილებული" ხეხილის დაზიანების ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები