ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ
არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
პროგრამის ფარგლებში 2026 წელს 2 მილიონი ლარი უნდა
დაიხარჯოს. ხაშურის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი თანხა ცენტრალური
ბიუჯეტიდან უკვე მიღებულია, თუმცა საპროექტო დოკუმენტაცია ამ დრომდე
არ არის მომზადებული.
მერიის განმარტებით, პროექტების შედგენისთვის
გამოცხადებული ტენდერი 8 ივნისს არ შედგა.
მომდევნო დღეს, 9 ივნისს, ხაშურის მერმა პაატა ჩადინელმა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა თხოვნით, გამარტივებული
წესით მიეცათ საპროექტო ორგანიზაციებთან ხელშეკრულების გაფორმების
შესაძლებლობა, თუმცა 11 ივნისს აღნიშნული მოთხოვნა უკან
გაიწვია.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება.
სტატიის გამოყენების პირობები