კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 27 წლის ქალი,
ოპერაციის ჩატარების შემდეგ, გარდაიცვალა.
გამოსამშვიდობებელ წერილს მეფისქალაქის სკოლის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ,,ქართლის ამბებს" სკოლაში განუცხადეს, მათ
კურსდამთავრებულს ჩიყვის ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში
ჩაუტარდა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ თრომბი
განვითარდა.
დამატებით დეტალებს ,,ქართლის ამბები" შსს-ს
პრესსამსახურში არკვევს.
სტატიის გამოყენების პირობები