ახალი ამბები
გორელი აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გორელი აქტივისტი ვახო ფიცხელაური სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. იგი იმ ბრალდებულებს შორისაა, რომლებიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლეს.

„ამ ე.წ. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, თუნდაც ისევ შემატრიალონ უკან, არ მეშინია. უბრალოდ, 8 თვეა, ჩემი შვილები არ მინახავს და მქონდა გარკვეული მიზეზები, რომ დროებით მაინც ვიყო თავისუფლებაზე.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ გააგრძელებთ პროტესტსს, ვახო ფიცხელაურმა განაცხადა: ,,როგორც მექნება საშუალება. ყველაფერს გავაკეთებ ისე, როგორც ვიქცეოდი. ამათ მტკიცებულება არ სჭირდებათ, მე ისედაც არ დავდიოდი სასამართლოებზე და არც მაინტერესებს. საშუალება გაჩნდა და გამოვედი, ჩემი შვილები ვნახე“. - განაცხადა მან.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით ბრალდებულებს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედოთ.

წყარო: პუბლიკა
Print

სტატიის გამოყენების პირობები