გორის მერიის მინებიან შენობაში გამჭვირვალე შუშებს
დაბურავენ.
ამ მიზნით მერია წებოვან ლენტებს ყიდულობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წებოვანი ლენტებით,
საწყის ეტაპზე, გორის მერის შეხვედრების ოთახი
,,ჩაიბურება".
გორში, ჭალის დასახლებაში, მინებიანი შენობა ,,გამჭვირვალე
მუშაობის" პრინციპით აშენდა. გორის თემის გამგეობა გამჭვირვალე
შენობაში 2017 წელს გადავიდა. ქალაქის მერია კი ძველ, კომუნისტების
მიერ აშენებულ კედლებში დარჩა.
მინებიან შენობაში გადავიდა შიდა ქართლის გუბერნატორის
ადმინისტრაციაც. ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ გორის
მუნიციპალიტეტის მერიამ ოფისად მინებიან შენობა არჩია.
სტატიის გამოყენების პირობები