ახალი ამბები
გორის საგამოცდო ცენტრში სველი წერტილები საჭირო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
გორის საგამოცდო ცენტრში სველი წერტილები საჭირო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა რეგიონური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 28 მაისს აცნობა.

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზაზა კვიციანმა კი შიდა ქართლის გუბერნატორს სიმონ გულედანს 29 მაისს მისწერა, რომ მესამე სკოლის სველი წერტილები სავალალო მდგომარეობაშია.

გუბერნატორსიმონ გულედანისგან კი გორის მერიამ წერილი 3 ივნისს მიიღო. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, III საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის სველი წერტილების არასათანადო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2026 წლის 3 ივნისს მიიღეს.

მერიის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ მოითხოვეს რეაბილიტაციის სამუშაოების დაჩქარებული წესით განხორციელება, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის დასაწყისში იწყება და არსებული მდგომარეობა საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად ჩატარებას საფრთხეს უქმნის.

ოფიციალური მიმოწერის მიხედვით, პრობლემა ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესში გამოვლინდა.

„ვითარება წინასწარ განსაზღვრული ვერ იქნებოდა, ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული საკითხი ეცნობა 2026 წლის 03 ივნისს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რატომ არ მოითხოვეს მოსწავლეებისთვის სველი წერტილების რეაბილიტაცია ამ ხნის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, მიმოწერის მიხედვით, არ ჩანს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები