ახალი ამბები
როგორ ვმართოთ ნარჩენები - შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში
,,ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები, საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე."

ეს საკითხები განიხილეს კასპის მუნიციპალტეტის გამგეობაში არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმზე.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველოსა“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში ხორციელდება.

ნარჩენებზე და მის მართვასთან დაკავშირებით გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მთავარმა ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრეს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები