ახალი ამბები
რატომ არ მოხდა რეაგირება ,,ბილტმორის საქმის" საჩივარზე?
ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალდებულების ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ არსებობს რეალური მიზეზები, თუ რატომ არ მოახდინეს მის საჩივარზე რეაგირება და რატომ მიიყვანეს საქმე მკვლელობამდე.

,,უსამართლობა მომკლავს თუ ვიღაცის ტყვია, რა მნიშვნელობა აქვს!

,,უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა მომხდარი ფაქტის შესახებ და ამავდროულად მინდა ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია და დეტალები აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა არასწორი ინტერპრეტაცია არ მიეცეს მომხდარ ძალიან, ძალიან დიდ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს რაიონში დატრიალდა.

,,მინდა უახლესი წარსულის შესახებ წარვადგინო მტკიცებულება, კერძოდ 2026 წლის 10 ივნისს მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ვითხოვე გამოძიების დაწყება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ექვსი თვე მიმდინარეობდა.

,,აღნიშნული განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მყისიერად 2026 წლის 10 ივნისს გადმოაწერა ხაშურის რაიონულ სამმართველოს, თუმცა სამმართველომ სამწუხაროდ მიიჩნია მაკულატურად და არა თუ რაიმე საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა, არამედ ამ დრომდე არც წაუკითხავთ სამწუხაროდ 10 ივნისს ჩემს მიერ წარდგენილი საჩივარი.

,,რომ წაეკითხათ და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყოლოდა, დღეს ეს საშინელი ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული, აი თუ რატომ არ მოჰყვა ბოლო ექვსი თქვე შესაბამისი რეაგირება, ამას საზოგადოებას ეტაპობრივად მოვაწვდი თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. "- წერს ადვოკატი იტჯნა ფერაძე.

შეგახსენებთ, 13 ივნისს, ხაშურში კომპანია ,,ბილტმორის" მენეჯერი და თანამშრომელი მოკლეს. ბრალდებულები არიან ძმები კილაბერიძეები. კილაბერიძეები ითხოვდნენ შეეჩერებინათ კომპანია ,,ბილტმორის" მხრიდან ქვიშა-ხრეშის გატანა კილაბერიძეების კუთვნილი კარიერიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები