ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილი პოლიტიკური
სკანდალის მიზეზი გახდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქორწილში
საქართველოს დროშა ფრიალებს, რასაც ცხინვალში მწვავე რეაქცია
მოჰყვა.
მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ორი ვიდეო, რომელშიც
ღონისძიებასთან დაკავშირებული პირები ბოდიშს იხდიან.
ცხინვალში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ
ფაქტმაც, რომ ავტომობილს, საიდანაც საქართველოს დროშა ფრიალებდა, ე.წ.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სანომრე ნიშნები ჰქონდა. საზიგადოების
ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქორწილის მონაწილეებს საკუთარი ეროვნული თუ
ოჯახური იდენტობის გამოხატვის უფლება ჰქონდათ.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არაერთხელ გამოუხატავთ აღშფოთება
ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებლებისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის
არსებული ურთიერთობის შესახებ.
სტატიის გამოყენების პირობები