ახალი ამბები
ექიმის კადრების დეფიციტი კეხიჭვრის სკოლაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 4 წელია ექიმის ვაკანსიას აცხადებს. ამავე დაწესებულებაში შედის სამწევრისის დაწყებითი საფეხურის სკოლაც.

შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის მოძებნის რეკომენდაციით სკოლას, ჯერ კიდევ 2023 წელს, მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ. სწორედ 2023 წელს მიენიჭა სკოლას ავტორიზაცია.

თუ რამდენად შესრულდა რეკომენდაცია, ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა, 2026 წლის 10 ივნისს სკოლას მიაკითხეს. აღმოჩნდა, რომ სკოლას ექიმი ისევ არ ჰყავს და მის მოვალეობას მედდა ასრულებს.

სხდომის ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ ქარელში ექიმების კადრების დეფიციტია. სკოლის წარმომადგენლებმა ავტორიზაციის საბჭოს წევრებს განუცხადეს, რომ დასახმარებლად განათლების სამინისტროსაც კი მიმართეს:

,,სკოლაზე გაცემული იყო რეკომენდაცია: სკოლამ აიყვანოს სამედიცინო პერსონალი, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს. ამ საკითხზე სკოლამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მიიღო მისგან პასუხი, რომ რეგიონში კადრის სიმცირის გამო, დროებით სკოლას შეუძლია აიყვანოს ექთანი.''

,,სკოლამ 2022 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გამოაცხადა ექიმის პოზიციაზე ვაკანსიები და ვერ შეარჩია ასეთი ექიმი კადრის არარსებობის გამო. ამ ეტაპზე სკოლის სამედიცინო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ექთანი'' - აღნიშნავენ ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

10 ივნისის დასკვნის მიხედვით, მოცემულ ეტაპზე სკოლას ექიმის პოზიციაზე კვლავ გამოცხადებული აქვს ვაკანსია (1 მაისი/2026 - 31 აგვისტო/2026).




Print

სტატიის გამოყენების პირობები