ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, გარსევანიშვილების
ოჯახში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
საკრებულოს წევრის, ზაზა მეხრიშვილის ცნობით, ოჯახს 3
შვილი ჰყავს — უფროსი სტუდენტია, შუათანა შშმ პირია, ხოლო უმცროსი 8
წლისაა.
ხანძარმა მთლიანად
გაანადგურა მათი საცხოვრებელი და ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში
აღმოჩნდა.
მოგმართავთ ყველას
— გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და
შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ამ ოჯახს. თითოეული ლარი მათთვის ახლა
ძალიან მნიშვნელოვანია. - აცხადებს ზაზა მეხრიშვილი და დასახმარებლად
და თანხის გადასარიცხად რეკვიზიტებს აქვეყნებს:
სტატიის გამოყენების პირობები