ახალი ამბები
გორში ,,ახალბაღის" ატრაქციონები იჯარით გაიცა
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.

აუქციონის დაწყებამდე ქირის საწყისი ფასი 15 750 ლარი იყო.

პირობის მიხედვით, ატრაქციონების გამართული მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ხდება მოიჯარე.

აუქციონში გამარჯვებულს დროებით მფლობელობაში 10 ელექტრო მანქანა, 1 საკონტროლო კარადა, 2 კარუსელი, მფრინავი სკამები, ელექტრომატარებელი და ატრაქციონი გემი გადასცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები