ხაშურში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საფარის შეცვლის
მიზნით ტენდერი გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 130 000 ლარს
შეადგენს.
ინფორმაციისთვის, სტადიონის რეაბილიტაცია 2022 წელს
განხორციელდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა,
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა. პროექტის
ღირებულება 6,4 მილიონი ლარი იყო.
საფეხბურთო კლუბი ,,ივერია" კი ფინანსურ კრიზისს
განიცდის.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი საფარი FIFA-ს
ორვარსკვლავიან სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 35 კალენდარული დღის ვადაში უნდა
შეასრულოს.
ხაშურის “ივერიის” სახელობის ცენტრალური სტადიონის
ადმინისტრაციის ინფორმაციით:-“რეაბილიტაციიდან 4 წელი გავიდა. ზოგიერთ
ადგილას დაზიანებები შეინიშნება, რის გამოც ხარისხმა იკლო. იმისთვის,
რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, გარკვეული სამუშაოების შესრულება და
არსებული ხარვეზების გამოსწორებაა საჭირო.“
სტატიის გამოყენების პირობები