გორში, სტალინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ
მოსახლეობას რამდენიმე საათია ელექტროენერგია არ
მიეწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად
სტალინის ქუჩაზე სადენები დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე აღდგენითი
სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების აღმოფხვრას
რამდენიმე საათი დასჭირდება, რის შემდეგაც ელექტროენერგიის მიწოდება
აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ.
სტატიის გამოყენების პირობები