ახალი ამბები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია
ასე გამოიყურება პორტრეტული მხატვრობის ნიმუშები კავთურას ხეობაში - მაღალაანთ ეკლესიის ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია.

ფოტოები მარიამ მაისურაძემ გადაიღო და აღიშნავს, რომ ამ ადგილის მთავარი ხიბლი სწორედ მოჩუქურთმებულ კედლებსა და ფრესკებშია.


სერგის მაკალათიას ცნობით, ბეთლემის ტაძარი, რომელიც ახლა ცნობილია მაღალაანთ ეკლესიად, აშენებულია მე-12—13 სს. ეკლესია კი განახლებულია მაღალაძეების მიერ მე-17 საუკუნეში.

,,ეკლესია მთლიანად მოხატულია, მის ცაზე გამოსახულია მაცხოვარი, კედლებზე წმიდანები და სცენები საღმთო წერილიდან. დასავლეთის მხარეზე, კარს ზემოთ, შიგნით დახატულია მაღალაძეების მთელი ოჯახი. სამწუხაროდ, ფრესკის ნაწილი ჩამოცვენილია, მისგან დარჩენილია სამი ფიგურა და ისიც თვალებდათხრილია უგუნური ადამიანის ხელით.


წინათ, გასული საუკუნის (იგულისხმება მე-19 საუკუნე - რედ.) 60-იან წლებში, მაღალაძეთა ოჯახის ფრესკა კარგად იყო დაცული; იგი აღწერილი აქვს პლატონ იოსელიანს და გადმოხატული მხატვარ გაგარინს.



,,მაღალაძეების პორტრეტულ მხატვრობაში თითქმის სრულად
არის გადმოცემული მე-17 საუკუნისათვის დამახასიათებელი მორთულობა და ტანთჩაცმულობა,'' - წერდა სერგი მაკალათია 1960 წელს თავის ნაშრომში ,,კავთურას ხეობა''
Print

სტატიის გამოყენების პირობები