ახალი ამბები
ხანძარი კარალეთში
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზაცია მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სავარაუდოდ, ცეცხლი ხატების კუთხეში დანთებული სანთლიდან გაჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები