ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო
ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე
საუბრობს.
როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, ქარელის ბაღებში ხორცის
მიწოდება 2026 წლის 10 ივნისიდან შეწყდა.
,,საქონლის ხორცის გარეშე სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებში ვერ მოხდება მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღის 1000
აღსაზრდელის სრულფასოვანი კვება.
,,საბვშვო ბაღების ფუნქციონირების ხელის შეშლა დიდ ზიანს
გამოიწვევს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში. რადგან აღსაზრდელების
ოჯახები ბავშვების საბავშვო ბაღში ყოფნის დროს დაკავებულები არიან
სხვადადასხვა საქმიანობით, ზოგიერთის მშობელი მუშაობს სხვა და სხვა
საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში, ზოგიერთი მშობელი ბავშვის ბაღში
ყოფნის პერიოდში დასაქმებულია საკუთარ ან/და კერძო სოფლისმეურნეობაში,
რათა არჩინონ საკუთარი ოჯახები.
,,თუ ვერ მოხდება საბავშვო ბაღების გამართულ რეჟიმში
ფუნქციონირება, ეს მდგომარეობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს
ბუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ისინი ვერ მოახერხებენ მუშაობის
გაგრძელებას, აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მათიი დიდი ნაწილი არის
სოციალურად დაუცველიც.'' [სტილი დაცულია] - აღნიშნულია მერიის
საბავშვო ბაღების გაერთიანების მოთხოვნაში.
სტატიის გამოყენების პირობები