ახალი ამბები
მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს მედიკამენტი ესაჭიროება
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება: Ketamine (Ketamine Hydrochloride)

სასწრაფო წესით მედიკამენტის შეძენის უფლების მოთხოვნით ცხოველთა მართვის სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს 2026 წლის 19 ივნისს მიმართა.

მოთხოვნის წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე თვეს შესაძენია 30 ამპულა.

წერილში განმარტებულია, რომ ,,კეტამინი ZN"-ს გაცემის უფლება აწვს მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ეროვნულ ცენტრს აქვს. სააგენტო საანესთეზიო საშუალების შეძენას ამ ცენტრიდან აპირებს. მოთხოვნა ჯერ განხილვის პროცესშია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები