გორში ლურჯი ავტობუსის მძღოლზე თავდასხმის ფაქტს შსს-ში
უარყოფენ. ფაქტს უარყოფენ ასევე ტრანსპორტის სააგენტოში.
როგორც ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, 30
წლამდე ასაკის მამაკაცი დანით დაემუქრა #4 ავტობუსის მძღოლს და აიძულა
არ გაჩერებულიყო.
,,ძალიან აღშფოთებული ვარ ასეთი პოსტებით, მიზანმიმართულად
ხდება ეს თუ სხვა მიზანი აქვს, არ ვიცი. ასეთი ფაქტების მოგონება არ
შეიძლება" - გვითხრა ტრანსპორტის სააგებმნტოს ხელმძღვანელმა ზურაბ
ჯირკველიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები