ახალი ამბები
ქურდობა სოფელ ქვემო ჭალაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის სკოლის სიახლოვეს გაჩერებული მანქანიდან ფული მოიპარეს.

როგორც დაზარალებული ყვება, ავტომობილი სულ 2 საათით იყო გაჩერებული.

,,გუშინ სკოლასთან დავტოვე მანქანა ოდნავ ჩაწეული ფანჯრებით, ჰაერს რომ ეტრიალა.

,,2 საათში რომ დავბრუნდი, მანქანის კარი იყო საკმაოდ ღია და ფულიც მოიპარეს მანქანიდან."- აცხადებს დაზარალებული.

როგორც ირკვევა, შემთხვევა სათვალთვალო კამერების ხედვის არეალში მოხვდა. დაზარალებულის ცნობით, მიმდინარეობს მოკვლევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები