რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვლადიკავკაზში ქართული დროშებით
მოძრავი საქორწილო კორტეჟის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის
სამართლის საქმე აღიძრა.
,,საპა მედიის" ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის მილიციამ საქმე
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის მუხლით აღძრა.
ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს და საჯარიმო სადგომზე
გადაიყვანეს.
,,რვა მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმეს,
მათგან ოთხს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ფარგლებში ბრალდებულებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ემუქრებათ"
,,გასულ შაბათ-კვირას ქალაქის ცენტრში ქართული მუსიკის
თანხლებით მოძრავი კორტეჟის ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთი ავტომობილი საპირისპირო მოძრაობის ზოლში
გადადის, ხოლო მგზავრები მანქანებიდან ნახევრად გადმოყოფილები
გადაადგილდებიან." - აღნიშნულია სტატიაში.
საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ვიდეო, სადაც ქართულ-ოსური
ქორწილის მონაწილეები ჩანან. მაყრიონის წევრები საქართველოს დროშას
აფრიალებენ. ცხინვალში ესკორტის წევრებს ბოდიში მოახდევინეს,
ვლადიკავკაზში კი, რამდენიმე დღის შემდეგ, საქმე აღიძრა.
სტატიის გამოყენების პირობები