გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე
ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს,
ნანგრევები კი უნიკალური მარანს ინახავს, სადაც ადგილობრივების
ცნობით, დიდი ზომის ქვევრებია. ერთ-ერთ ქვევრი
ასკოკიანია.
სასახლის აღდგენას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტო აპირებს. წინასწარი, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის
150 000 ლარია გათვალისწინებული.
,,ძეგლს უნდა ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო
სამუშაოები, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია კულტურულ -
საგანმანათლებლო (მოსწავლე-ახალგაზრდობის მუსიკისა და ქორეოგრაფიის
სწავლება, მედიოთეკის, ბიბლიოთეკისა და საგამოფენო სივრცეების
მოწყობა) ინფრასტრუქტურის, ასევე, ფოლკლორული ანსამბლისთვის ფართების
მოწყობა."
,,ასევე, გასათვალისწინებელია შენობის აღმოსავლეთით
სარწყავი არხის მოწესრიგება იმისათვის, რომ სამომავლოდ საფრთხე აღარ
შეექმნას შენობის სტრუქტურულ მდგრადობას."' აღნიშნავენ ძეგლთა დაცვის
სააგენტოში.
სტატიის გამოყენების პირობები