ახალი ამბები
პრეზიდენტი გადადგა - ახალი არჩევნები გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობაში
გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ჯაბა ქავთარაძემ, ოჯახური პირობების გამო, თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჯაბა ქავთარაძემ თავად განუცხადა.

დღეს, 29 მარტს, თვითმმართველობის ხელმძღვანელის მიერ საკუთარი სურვილით გათავისუფლებულ პოსტზე ახალი არჩევნები ჩატარდა.

უნივერსიტეტის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მარიამ ქასრაული აირჩიეს.

29 წევრიან თვითმმართველობიდან (ოფიციალურად - პარლამენტი) კენჭი 2-მა კანდიდატმა მარიამ ქასრაულმა და ირაკლი ლიპარტელიანმა იყარეს.

არჩევნებზე 25 წევრი გამოცხადა. მარიამ ქასრაულს 22-მა სტუდენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო დანარჩენი ბიულეტნების გაუქმების მიზეზი ორივე კანდიდატის შემოხაზვა გახდა.

სტუდენტი გიორგი მელაძე არაა ბოლომდე დარწმუნებული, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პოსტი, მხოლოდ, ოჯახური პირობების გამო, დატოვა. თუმცა, თავად ჯაბა ქავთარაძე ირწმუნება, რომ ის პრეზიდენტობის პერიოდში დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები