საუბარია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის
მიხედვითაც რუსეთმა დაარღვია რვა ქართველი პატიმრის უფლებები.
დე-ფაქტო უწყების განცხადებით, სასამართლოს დასკვნები არ
ითვალისწინებს კონფლიქტის ისტორიულ კონტექსტსა და მოვლენების მათეულ
ინტერპრეტაციას.
განცხადებაში ასევე ნახსენებია ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით
მომზადებული ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის
ანგარიში. სამინისტროს მტკიცებით, სასამართლომ სათანადოდ არ
გაითვალისწინა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის დაბომბვისა და
მშვიდობიან მოსახლეობაზე ზემოქმედების საკითხები.
განცხადების ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები
არასაკმარის ყურადღებას უთმობენ ოსი მოსახლეობის მსხვერპლისა და
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეებს. დასასრულს, დე-ფაქტო უწყებამ
განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს პარტნიორულ ურთიერთობებს იმ
ქვეყნებთან, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ, პირველ რიგში კი რუსეთის
ფედერაციასთან.
სტატიის გამოყენების პირობები