კეთილმოწყობის სააგენტომ 45 ცალი სახელმწიფო დროშის შესაძენად 24 152
ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილია15 ცალი საქართველოს სახელმწიფო
დიდი დროშის (ზომით 8მX12მ), 30 ცალი მცირე ზომის ( ზომით 3მX4.5მ)
დროშის შეძენა. ყველა დროშა უნდა იყოს ორმხივად ნაბეჭდი, სუბლიმაციით,
გამჭოლი უმაღლესი ხარისხი-ევრო სტანდარტით.
კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, რომ დროშების დაკიდება ამოცვლას
ყოველთვის სააგენტო უზრუნველყოფს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორის
ციხისთვის. დროშების შესიყდვას გორის მერიის დავალებით ვახორციელებთ.
აქედან ნაწილი გორის ციხისთვის, ნაწილი კი სტალინის ბაღისთვის იქნება
შეძენილი”- გვითხრეს გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
სტატიის გამოყენების პირობები