ახალი ამბები
აქცია დასუფთავება - ქეიფი ქარელში
ძამას ხეობაში, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ოფიციალურად დასუფთავების აქცია მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების" ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

,,ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მოაწყეს ლაშქრობა ძამას ხეობაში და დაასუფთავეს მდინარე ძამის მიმდებარე ტერიტორიები.." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში (სტილი დაცულია)

ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე კი, დასუფთავების ამსახველი კადრები არ ჩანს. 







Print

სტატიის გამოყენების პირობები