ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში დიდმუხელი ძმები მოკლეს
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარმოშობით ზნაურის რაიონის სოფელ დიდმუხაში მცხოვრები ძმები, რუსლან და სოსლან გოჩიევები მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, რომელიც ასევე წარმშობით ე.წ. სამხრეთ ოსეთიდანაა და ჯავის რაიონში ცხოვრობდა. 

ეჭვმიტანილმა ავტომატური იარაღიდან გასროლის და 37 და 34 წლის ძმების მოკვლის შემდეგ, ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის იან ქარქუსოვია, რომელიც ცხინვალის პროკურატურამ წლების წინ ქართველ სპეცსამსახურებთან შეამჩნია.

მკვლელობა 2016 წლის 28 მარტს ჩრდილოეთ ოსეთში, ოქტიამბრის რაიონში მოხდა.

,,სპუტნიკის" ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურას სამშობლოს ღალატის ბრალდებით და ქართულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის ფაქტზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აქვს გახსნილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები