ახალი ამბები
დიდი მზადება გორში
საზოგადოება ,,გორელების" დამფუძნებლები, წევრები და მხარდამჭერები დღეს სასტუმრო ,,ვიქტორიაში" შეიკრიბნენ.

ბიზნესმენები, სპორტსმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ახალგაზრდები მაისის დიდი ყრილობისთვის ემზადებიან.

ამის შესახებ საზოგადოება ,,გორელების" დამფუძნებელმა ზაურ საგანელიძემ განაცხადა.

ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლის გიორგი კანდელაკის თქმით, მაისის დიდ ყრილობაზე, რომელიც გორში გაიმართება, ხელისუფლება დიდ ძალას დაინახავს.

ზურაბ წკრიალაშვილი კი ამბობს, რომ საჭიროა არა თუ ხმამაღალი საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება.

დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას კი ის საკითხები გააცნეს, რომლის განხილვას მაისის ყრილობაზე აპირებენ.

პირველ საკითხად სტალინის ძეგლის დადგმაა შეტანილი, შემდეგ მოდის ერთსქესიანთა ქორწინების, დედაენის დისკრედიტაციის, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობისას ეროვნული ღირებულებების დაცვის, საჯარო სკოლებში სწავლების მიუღებელი მეთოდების, სოფლის მეურნეობის შემოტანილ პროდუქტებზე საბაჟო ტარიფის გაზრდის და სხვათა შესახებ.

საზოგადოება ,,გორელების" ოფისი სასტუმრო ,,ვიქტორიას" შენობის გვერდით განთავსდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები