ახალი ამბები
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სამშობიარო კლინიკის შენობაში "წმინდა პანტელიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში"გაიხსნა.

ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ირინა ფარეხელაშვილს სმენია, რომ მონასტერში შაქრიანი დიაბეტით, პანკრეასის და სხვა დაავადებების მქონე პაციენტს ლიცენზიის გარეშე მკურნალობენ.

,,გამიგია ფაქტის შესახებ, თუმცა მათი გადამოწმება ჩვენ არ გვეხება, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ'' - გვითხრა ირინა ფარეხელაშვილმა.

რუის-ურბნისის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მონასტერი მათ ეპარქიას არ ეკუთვნის.



,,განკვეთილია თუა არა იგი ჩვენი ეპარქიიდან ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.თუმცა შემიძლია გითხრათ რომ "წმინდა პანტელიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი" რუის ურბნისის ეპარქიაში არ არსებობს.'' - გვითხრაეპარქიის წარმომადგენელმა.

მონასტერში ცხოვრობს თვითმკურნალი დედა ირინე, რომელიც მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულ ადამიანებს მკურნალობს საკუთარი სამკურნალო საშუალებებით.

შენობაზე, სადაც დედა ირინე იმყოფება, აწერია ,,დასტაქარი'', რომელიც რამდენიმე წლის წინ, სამშობიარო კლინიკას წარმოადგენდა. სამშობიარო სახლი "დასტაქარი" 2024 წელს დაიხურა.

,,ქართლის ამბები'' შეხვდა "დასტაქარის" ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ კლინიკის ხელმძღვანელს, მიხეილ სარაულსა და დედა ირინეს შორის ფართთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დავა მიმდინარეობდა, თუმცა მისი გამოსახლება ვერ მოხერხდა.

შევეცადეთ დედა ირინესთან გასაუბრება, თუმცა კარი არავინ გაგვიღო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები