2026 წლის 14-18 ივლისს გორში გიორგი კანდელაკის სახელობის
ტურნირი გაიმართება კრივში. ორგანიზატორი გორის მერიაა.
მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მარტიაშვილის ცნობით,
ტურნირი არის საერთაშორისო, მოწვეულები არიან სხვადასხვა ქვეყნის
სპორტსმენები, ასევე საქართველოს მოქმედი სპორტსმენები.
მარტიაშვილმა მერიას აცნობა, რომ თასების და მედლების
შეძენა ვერ ესწრება, ამიტომ ითხოვს, გადაუდებელი წესით, თანხის
ხარჯვის ნებართვას:
,,მედლების და თასების გარეშე ვერ მოხდება სპორტსმენების
დაჯილდოება, რაც რეპუტაციულ ზიანს მოგვაყენებს,'' - აღნიშნულია
სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის
მოთხოვნაში.
ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 200
000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2025 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
იგი სხვა პირებთან ერთად ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით
იყო დაკავებული.
სტატიის გამოყენების პირობები