ახალი ამბები
სოფელ დოესში სასმელი წყლის დეფიციტია
კასპის სოფელ დოესში აცხადებენ, რომ სასმელ წყალს ფერმერები იტაცებენ.

რამდენიმე დღეა, მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკითაც აღარ მიეწოდება.

ადგილობრივების თქმით, წყალი რეზერვუარამდეც არ აღწევს, რადგან წვეთოვან სისტემებზეა მიერთებული და დიდი ზომის სასოფლო-სამეურნეო ფართობები ირწყვება.

დოესში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. სისტემის მოსაწყობად დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2026 წლის მარტში გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქლორატორო არ მუშაობდა, რადგან ელექტროენერგია არ იყო გაყვანილი, ხოლო სასმელი წყალი მხოლოდ მექანიკურად იწმინდებოდა.

რამდენიმე მოქალაქე წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წყლის სავარაუდო უკანონო მიერთებებისა და შესაძლო დატაცების კვალს ეძებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები