ახალი ამბები
იპოვეს ყოფილი ზნაურის რაიონში დაკარგული პირები
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ერთი მათგანი მდინარეში იყო ჩავარდნილი, მეორე კი წყლით სავსე ორმოში.

გაუჩინარების შესახებ მათმა ახლობლებმა 4 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე აცნობეს შესაბამის სამსახურებს.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გაემგზავრა და მუხაურის ხეობაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო."

ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში დაკარგულები ხეობის ძნელად მისადგომ ადგილზე იპოვეს. ერთ-ერთი მამაკაცი მდინარიდან ამოიყვანეს, ხოლო მეორე – წყლით სავსე ორმოდან, საიდანაც დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდა."

ორივე დაზარალებულს აღენიშნებოდა გადაცივება და სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება. ისინი ზნაურის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიათ."- წერს სააგენტო რესი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები