10 ივლისს გორის საკრებულო ჭალის დასახლებაში
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის საკითხს
განიხილავს. პროექტის ინიციატორი გორის მერიაა. მერიას
ნებართვის მისაღებად ბიზნესმენმა ოფელია მაკრახიძემ და მისმა
კომპანიამ მიმართა.
ანონსის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას დაუკავშირდა
ყოფილი ღვინის ქარხნის კომპანიის წარმომადგენლები, მათი განცხადებით,
განაშენიანების დეტალური გეგმა კომპანიის საკუთრებაში არსებულ
ტერიტორიასაც მოიცავს, თუმცა, მათი თქმით, ამ საკითხზე მათთან არავის
უმსჯელია და თანხმობა არ გაუციათ..
კომპანიის ერთ-ერთი მეწილე აცხადებს, რომ კომპანიის
დირექტორი ვასილ სიდამონიძე ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში მეწილეებს
ატყობინებდა, რომ ქონების გასხვისება არ იგეგმებოდა. ამ ფონზე იგი
სვამს კითხვას, ვინ და რა სამართლებრივი საფუძვლით ჩართო კომპანიის
ტერიტორია პროექტში.
მისი თქმით, საუბარია თითქმის 50-წლიანი ისტორიის მქონე
საწარმოზე, რომლის აღდგენასა და ღვინის წარმოების, ტურიზმისა და
დასვენების სივრცედ განვითარებას გეგმავს, და არა საცხოვრებელი
კორპუსების მშენებლობისთვის მის გამოყენებაზე.
,,ქართლის ამბები" დაუკავშირდა ვასილ სიდამონიძესაც,
რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე
კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით თანხმობა არ
გაუცია.
,,ქართლის ამბებმა" პრეტენზიასთან დაკავშირებით, გორის
მერიას წერილობით აცნობა. ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.
ყოფილი ღვინის ქარხნის წარმომადგენლებს მისაღები აქვთ
პასუხი შემდეგ კითხვებზე?
ვინ
დათანხმდა კომპანიის ქონების პროექტში ჩართვას;

იცოდა თუ არა
გორის მერიამ, რომ კომპანიის ყველა მეწილე ამ პროცესში არ
მონაწილეობდა;

რამდენად
შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესს ისტორიული საწარმოს მომავლის
იგნორირება.
რედაქცია საკითხზე
კომენტარს გორის მერიას, პროექტის ინიციატორებსა და განმხილველებს
დაუკავშირდა. მათი პოზიციის მიღების შემთხვევაში მასალას
გამოვაქვეყნებთ.
სტატიის გამოყენების პირობები