ქარელის მუნიციპალიტეტში, ავტობანიდან სოფელ ახალსოფლამდე
მისასვლელი გზის ნაწილი ჩაინგრა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წელს
განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის
ერთობლივი დაფინანსებით.
გზის საფარი მტკვრის სანაპიროს მონაკვეთზე ჩამოიშალა.
უსაფრთხოების მიზნით, გადასასვლელ ხიდთან გზის ერთი მხარე დროებით
დაკეტილია.
ქარელის მერის წარმომადგენელი ზურაბ გელაშვილი აცხადებს,
რომ გზას, რომელზეც 2024 წელს 1.3 მლნ ლარი დაიხარჯა, მდინარის
გასწვრივ ჯებირები არ ჰქონდა გაკეთებული.
როგორც ,,ქართლის ამბებმა" გაარკვია, სამუშაობი კომპანია
,,იბილიამ" შეასრულა საპროექტო ჯგუფ ,,აბსოლუტ სერვისის" პროექტის
საფუძველზე.
ავტობანიდან ახალსოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
დაფინანსდა რეგფონდიდან ქარელის მერიის
თანადაფინანსებით.
2026 წლის გაზაფხულზე მდინარის გასწვრივ გზა
ჩაინგრა.
ზურა გელაშვილი, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენელი:
„უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე მტკვრის ადიდება, რის
შედეგადაც ეს დაზიანება მივიღეთ. ჩვენი შეფასებით, პრობლემა იმითაც
არის გამოწვეული, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ხიდზე სამუშაოები
არასწორად შესრულდა.
დაზიანებული მონაკვეთი ბარიერებით გვაქვს გადაკეტილი და
მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ ხიდზე გადასვლა არ
შეიძლება.
როდის მოგვარდება პრობლემა, ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ
გვაქვს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ,
რომლებმაც დაზიანებული მონაკვეთი შეაფასეს და ფოტოებიც გადაიღეს,
თუმცა კონკრეტული ინფორმაცია აღდგენითი სამუშაოების დაწყების ვადებთან
დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია.“ -აღნიშნავს ზურაბ
გელაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები