კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობამ
სხვილოს ციხის გასანათებლად თანხის შეგროვება დაიწყო.
ინიციატივის დაწყებიდან რამდენიმე საათში უკვე 253 ლარია
შეგროვებული.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ციხის გასანათებლად
გამოყენებული იქნება მზის პანელებით მომუშავე სისტემა, რის გამოც
ელექტროგადამცემი სადენების გაყვანა საჭირო არ იქნება.
სხვილოს ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს
ატარებს. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და კასპის
მუნიციპალიტეტის მერია ინიციატივის განხორციელებას ხელს არ
შეუშლიან.
მათივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში თავად ძეგლზე
არანაირი სამუშაო არ ჩატარდება. LED სანათები ციხის მიმდებარე
ტერიტორიაზე განთავსდება ისე, რომ ისტორიული ნაგებობა არ
დაზიანდეს.
ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოსა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიცია
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები