ხაშურის პირველ ,,ცათამბრჯენში" - 17-სართულიან მშენებარე
კორპუსში ბინების დაჯავშნა და ფართების შესყიდვა უკვე
დაიწყო.
1 კვ.მ ფასი 850 დოლარიდან იწყება. ყველაზე მცირე ზომის
ბინა 45 კვ.მ ფართობის იქნება.
კორპუსს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს. როგორც
,,ქართლის ამბები" წერდა, ვალერი გელაშვილმა მერიას 22-სართულიანი
შენობის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად, თუმცა მერიამ მხოლოდ 17
სართულის მშენებლობის ნებართვა გასცა. მოტივი უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები