შსს-ს ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ
12 130 ლარს დაეუფლა.
,,ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით,
ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას
სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა.
ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონი, ჩასარიცხი
აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები."- აღნიშნავენ
შსს-ში
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს
სტატიის გამოყენების პირობები