საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს
სახალხო დამცველს - დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელები ჟურნალისტ
ელისო კილაძის საქმეზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე განცხადებას
ავრცელებენ:
"ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების
ხელმძღვანელები და მთავარი რედაქტორები, კატეგორიულ პროტესტს
გამოვთქვამთ ჟურნალისტის, გაზეთ „ქრონიკა +“-ის დამფუძნებლისა და
მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიმართ პროკურატურისა და
სასამართლოს მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული და არაპროპორციული
ღონისძიებების გამო
ოთხი თვეა, ელისო
კილაძეს შეზღუდული აქვს ელემენტარული უფლებები: სატელეფონო ზარები,
მიმოწერა და ოჯახის წევრებთან პაემანი.
სასამართლო
პროცესების დახურვა და საქმის სრულად გასაიდუმლოება მოწმეებზე ზეწოლის
საფრთხის საბაბით, მიზნად ისახავს საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და
პროცესის სრულ იზოლაციას.
მივმართავთ
გენერალურ პროკურატურას:
დაუყოვნებლივ გაუქმდეს ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის
დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვები;
უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო განხილვების გამჭვირვალობა
და საჯაროობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს ბრალდების მხარის მიერ
წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაბუთებულობისა და დასაშვებობის
კრიტიკული შეფასება.
იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და სასამართლო უარს
იტყვიან სასამართლო განხილვის საჯაროობაზე, ჩვენ, დამოუკიდებელი
მედიასაშუალებები, ამ გადაწყვეტილებებს მივიჩნევთ არა მართლმსაჯულების
განხორციელებად, არამედ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და ჟურნალისტის
დასჯის მიზნით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად." - აღნიშნულია
მიმართვაში.
სტატიის გამოყენების პირობები