ახალი ამბები
ჩობალაურის კომბოსტოს ჯარს და საბავშვო ბაღებს სთავაზობენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩობალაურში კომბოსტოს ჭარბი რაოდენობაა და ვერ იყიდება.

დურმიშხან ქასროშვილი იძულებულია, რომ ზედმეტი მოსავალი საქონელს აჭამოს.

პრობლემების შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

გაირკვა, რომ მიმდინარე წელსაც სოფელში გადამყიდველები  არ გამოჩენილან, ხოლო ადგილობრივ ბაზრებზე კილოგრამში 10 თეთრს სთავაზობენ.

კოდისწყაროს თემში შემავალ სოფლებში მოყვანილი მოსავალი ყველაზე მეტად აზერბაიჯანულ ბაზარზე გადიოდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში პროდუქტების ექსპორტი შეიზღუდა, ამის გამოც, ჩობალაურელები დაზარალდნენ.

დურმიშხან ქასროშვილი და სხვები სახელმწიფოსგან დახმარებას იმ კუთხით ითხოვენ, რომ ადგილობრივი მოსავალი ან ჯარისთვის, ან საბავშვო ბაღებისთვის შეისყიდონ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები