ახალი ამბები
ჭვრინისში დაზიანებული სახლის აღდგენას ითხოვენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში ლილი ხარაზიშვილი და მისი მეუღლე ირწმუნებიან, რომ აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ სახლზე დახმარება არ მიუღიათ.

ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

ლილი ხარაზიშვილი ამბობს, რომ სახლი დანგრევის პირასაა, კედლები იშლება, რასაც მეწყერული ზონის არსებობაც უწყობს ხელს.

იმ წერილებში, რომელსაც ხარაზიშვილები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხად იღებენ, აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები