ახალი ამბები
ვაშლის ფასი - 25 ლარიდან 8 ლარამდე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მცხოვრებმა როინ მეტრეველმა მიმდინარე წელს 80 ყუთი ვაშლი მოიყვანა.

მისი თქმით, დღევანდელ პერიოდში, ერთი ყუთის ფასი 8 ლარამდე ღირს.

მიუხედავად ამისა, როინ მეტრეველი ვაშლს მაინც ვერ ყიდის. ამის მიზეზი 2015 წლის ნოემბერში სტიქიის შედეგად ხეხილის ბაღების დასეტყვა გახდა.

როინ მეტრეველი ნანობს, რომ სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებები არ გამოიყენა და ხეხილის ბაღი თავის დროზე არ დააზღვია.

მეტრეველი იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც ერთი ყუთი ვაშლის ფასი 25 ლარი ღირდა.

,,იყო პერიოდი სახლში მივარდებოდნენ, კარგი გაგებით, ოღონდაც ვაშლი ეყიდათ. მაგალითად, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ერთი ინგუში კარებში დამიჯდა და მეხვეწებოდა, ვაშლი გამატანეო. სპეციალურად, 25 ლარი დავუფასე, რომ არ წაეღო. ამ თანხაზეც კმაყოფილი იყო და სულ წაიღო გასაყიდად რუსეთში" - იხსენებს როინ მეტრეველი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები