შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის
მიხედვით, გასულ 2025 წელს შიდა ქართლში 333 საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 34 მსხვერპლით დასრულდა, ხოლო 520
ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება 2026 წელს, გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი
კვარტლის მონაცემები. კერძოდ, იანვარ–მარტში შიდა ქართლში სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 41 საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევა დარეგისტრირდა. შემთხვევების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა,
ხოლო 65 დაშავდა.
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე ხშირი
სავარაუდო მიზეზებია:
• მანევრირების
წესების დარღვევა;
• შემხვედრი
მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების
დარღვევა;
• ქვეითის მიერ
გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა;
• მოძრაობის
დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება;
• უსაფრთხო
დისტანციის დაუცველობა;
• სატრანსპორტო
საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;
• საგზაო ნიშნებისა
და მონიშვნის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა;
• ორმაგი უწყვეტი
ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• მობრუნების
მანევრის წესების დარღვევა;
• დაბრკოლებაზე
შეჯახება.
სტატიის გამოყენების პირობები