ახალი ამბები
ნარკოტიკების გასაღების ფაქტი ხაშურში
ხაშურის სასამართლომ ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირს 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება პირს, რომელმაც ,,ჰეროინი" 2024 წლის თებერვალში თბილისში 4-ჯერ გადასცა სხვა პირს.

მოსამართლემ.პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილს განუცხადა, რომ ნარკოტიკის ხელიდან ხელში გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს გასაღებას. სასამართლოს შეფასებით, ეს კონკრეტული შემთხვება ნარკოტიკების შეძენაში დახმარებას გულისხმობს.

,,საჭიროა დამტკიცდეს, რომ პირს ჰქონდა რეალიზაციის მიზანი (ანუ გაყიდვის/გასაღების განზრახვა). ამ საქმეში მტკიცებულებებით დადასტურდა მხოლოდ ის, რომ ბრალდებულმა მესამე პირს გადასცა ნარკოტიკი თანხის სანაცვლოდ."

,,მაგრამ ფარული საგამოძიებო მასალები და ჩვენებები არ აჩვენებდა, რომ ბრალდებული თვითონ ეძებდა მყიდველს, სთავაზობდა ნარკოტიკს ან ჰქონდა გაყიდვის ინიციატივა." - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს შეფასებით, უფრო ჩანდა, რომ ის ეხმარებოდა ადამიანს ნარკოტიკის მოძიებაში, რადგან იცოდა სად და როგორ შეიძლებოდა მისი შოვნა.

პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრა და ითხოვდა 7-წლიან პატიმრობას, თუმცა ვერ დაარწმუნა მოსამართლეები, რომ ბრალდებული ნარკოტიკების გამსაღებელი იყო:

საკასაციო პალატამაც აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტები, თუმცა მტკიცებულებები არ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან რეალიზაციის ინიციატივაზე ან ინტერესზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები