გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში სწავლება
საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ეს ის შენობაა, სადაც
სტუდენტები პროფესიულ განათლებას.ეუფლებიან და სადაც მოწყობილია
ლაბორატორიები და ა.შ.
სახანძრო-ტექნიკური შემოწმების აქტის მიხედვით, დადგინდა,
რომ შენობის მეორე სართულიდან საევაკუაციო გასასვლელი (კიბე) არ
არსებობს. ცეცხლის გაჩენის რისკი კი მაღალია, რადგან მაგალითად
სხვენზე ისეთი კაბელებია გაყვანილი, რომელიც არაა დაფარული უწვი
მასალით.
სახანძრო შემოწმების შედეგად უნივერსიტეტის მეოთხე
კორპუსში სხვა ხარვეზებიც გამოვლინდა. არ არსებობს ავტომატური
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, ასევე არ არსებობს ხანძრის დროს
ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა, ავარიული
განათებისა და საევაკუაციო ნიშნები.
აქტში ასევე საუბარია ელექტროსადენების მოუწესრიგებლობაზე,
სხვენის ხის კონსტრუქციები არაა დამუშავებული ცეცხლსაწინააღმდეგო
მასალით, ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი შენობა არ არის უზრუნველყოფილი
ცეცხლმაქრებით და შენობის გარე ტერიტორიაზე არ არსებობს სახანძრო
წყლის აღების საშუალებები.
დასკვნა გორის უნივერსიტეტს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურმა უკვე გაუგზავნა.
სტატიის გამოყენების პირობები