ახალი ამბები
ქვეითებზე შეჯახების ფაქტების შესაძლო მიჩქმალვის ფაქტები გორში
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ოჯახის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი, აცხადებს, რომ მათი ტრაგედიის დროს, გამოიკვეთა სხვა შემთხვევებიც, რომლებიც, მისი თქმით, ქვეითებზე შეჯახების ფაქტების შესაძლო მიჩქმალვაზე მიუთითებს.

ამბარდნიშვილის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა მანქანით შშმ პირი მოკლა, თუმცა, მისი მტკიცებით, მძღოლი გამოაფხიზლეს,, რათა ალკოტესტით სიმთვრალე არ დაფიქსირებულიყო.

ის ასევე ამტკიცებს, რომ მოგვიანებით მძღოლის ახლობელი სოფელსა და პოლიციაში დადიოდა და საქმის „მოგვარებას“ ცდილობდა, რომ თითქოს ეს იყო უბედური შემთხვება და რომ ეს შეიძლებოდა მოსვლოდა შშმ პირს და დაღუპულიყო:

„აქედანვე მივმართავ სამხარეო პოლიციის უფროსს. კასპის ერთ-ერთ სოფელში გალეშილი მძღოლი დაეჯახა შშმ პირს. ეს მძღოლი იქვე გამოაფხიზლეს, რომ ალკოტესტზე სიმთვრალე არ დაფიქსირებულიყო. შემდეგ მისი ბიძა დადიოდა სოფელში და პოლიციაში და საქმეს აგვარებდა. აი, ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. ჩვენი ოჯახი ასეთ გარიგებაზე არ წავა, გამორიცხულია. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები