გორის მერიაში რუსეთის მოქალაქის მიერ წარდგენილი დიპლომი
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ
აღმოჩნდა.
დოკუმენტით დადასტურდა მხოლოდ ის, რომ რუსეთის მოქალაქეს
სამშენებლო მიმართულებით გავლილი ჰქონდა 3-თვიანი გადამზადების კურსი
და არა უმაღლესი სასწავლებელი.
„ქართლის ამბები“ წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
შინდისში კანალიზაციის პროექტის ზედამხედველად რუსეთის მოქალაქის
დანიშვნას გეგმავდნენ.
რუსეთის მოქალაქის მივლინებას კომპანია „ბლუ უოთერსი“
აპირებდა, რომელმაც ტენდერში მონაწილეობისთვის თითქმის ყველა მოთხოვნა
დააკმაყოფილა, გარდა ე.წ. პრარაბის დიპლომის წარდგენისა.
განხილვის პროცესში ასევე გაირკვა, რომ გეოლოგის პოზიციაზე
წარდგენილ პირს რეალურად ჰქონდა „წყლის დრენაჟის ინჟინრის“
კვალიფიკაცია, რომელიც 3-თვიანი გადამზადების კურსის გავლის შედეგად
მიიღო. აქედან გამომდინარე, გორის მერიამ ,,ბლუ უოთერს'' სამუშაოებში
ჩართვაზე უარი განუცხადა
სტატიის გამოყენების პირობები