გორის ,,დილასა'' და კვიპროსის ,,აპოლონის'' მატჩისთვის პოლიცია
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გულშემატკივრებს შორის
ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება
გააძლიერეს. პოლიციელები იცავენ იმ ადგილსაც, სადაც სტუმრების ფანები
იმყოფებიან.
დღეს, გორის ,,დილა'' უეფას
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს მართავს
კვიპროსის ,,აპოლონთან''. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის
სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება.
სტატიის გამოყენების პირობები