ახალი ამბები
მოზარდები ბოშურში პოლიციელებს შეხვდებიან

გორის მერის, კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივით, მოზარდები ბოშურში პოლიციის თანამშრომლებს შეხვდებიან. ღონისძიება ,,ენა, მამული, სარწმუნოების" პროგრამის ფარგლებში ტარდება. ადგილები შეზღუდულია და დასწრება მხოლოდ 500 ახალგახრდას შეეძლება. ისინი გასაუბრების გზით შეირჩევიან.

,,ბანაკში მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას",- აცხადებენ მერიაში.

14-18 წლის ასაკის ახალგაზრდები საზაფხულო ბანაკში ლექცია-სემინარებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგანაც მოისმენენ. მერიის ბანაკში დაგეგმილია ასევე სპორტსმენების, ექიმების და მეხანძრეების გაცნობაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები