„ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს,
მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და
დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს, ღმერთს, მოხუცებს,
ცალთვალებს და სმენადაქვეითებულებს. ნუ დაუჯერებ პროპაგანდას. ჩვენი
მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს"
ნათქვამია Youtube გადაცემა „კაცების“ განცხადებაში.
გადაცემის წამყვანები აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს
მხარდაჭერას უცხადებს.
ონისე ოქრიაშვილს, გუშინ, 22 ივლისს, სახლთან დახვდნენ და
თავს დაესხნენ. შსს-ს ცნობით, ძალადობის ბრალდებით 1 პირი
დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები