ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარე ბავშვებს საკუთარი ხელფასით დაასვენებს
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ბაკურიანში საკუთარი ხელფასით დაასვენებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, თეონა ასლანიშვილი, საბა ბერიაშვილი, გიორგი შარიფაშვილი და ბადრი ბიძინაშვილი ბაკურიანში 2-3 აპრილს დაისვენებენ.

მანურჩარ მერებაშვილი ბავშვებს საკუთარ სამუშაო კაბინეტში შეხვდა.

2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ 21 მარტი მსოფლიო დაუნის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს - 2012 წლიდან მოხდეს მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

მანუჩარ მერებაშვილმა აღნიშნული შეხვედრა, სწორედ, ამ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოაწყო.

ის საკრებულოს თავმჯდომარედ ორი კვირის წინ აირჩიეს.  ადგილობრივ თვითმმართველობაში პარტია ,,ქართული ოცნების" სიის პირველი ნომრით მოხვდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები